|
2015-05-03 10:32:36, 420 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის გაფორმებას შსს-ს აკადემიისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები დაესწრნენ. შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ითვალისწინებს მხარეთა მიერ სასწავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე ურთიერთდახმარებას სასწავლო პროექტების ფარგლებში. შსს-ს აკადემია, არსებული კანონმდებლობისა და აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში. მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს: სტუდენტთა და მსმენელთა პროფესიულ ზრდას და სააგენტოს საქმიანობაში მაღალი აკადემიური სტანდარტების უზრუნველყოფას; ერთობლივი სამეცნიერო და კვლევით პროექტების და პროგრამების, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების განხორციელებას საზოგადოების რელიგიური განწყობის შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)