|
2017-10-22 15:37:56, 2118 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: შედეგებით უკმაყოფილო ვართ - ჩვენი ამოცანაა „ქართული ოცნება“ სახლში გავუშვათ
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გუშინ გამართული თვითმმართველობის არჩევნების პოლიტიკური შეფასებაა ნეგატიურია. როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველმა გუნდა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის "ყველა არსებული ფორმა გამოიყენა". პოლიტიკოსის შეფასებით, "ეს არჩევნები ვერ გახდება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. "რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის არჩევანს ამ ქვეყანაში, მათ შორის იმ ადამიანის არჩევანსაც, ვინც გულრწფელად დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას" და ასეთი ადამიანები საქართველოში ნამდვილად არიან. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, რომ არ ყოფილიყო ხალხზე ზეწოლა და მოსყიდვა, რომ არ ყოფილიყო ადამიანების დაშინება და შანტაჟი, შედეგი რომელიც ვიხილეთ გუშინ ასეთი ფორმით და რიცხვებით არ დადგებოდა. არჩევნების პოლიტიკური შეფასება ჩვენი მხრიდან ნამდვილად არის ნეგატიური და მძიმე. ეს არჩევნები გვასწავლის მხოლოდ იმას, რომ წამალი და გამოსავალი საქართველოსთვის არის მეტი ადამიანის მისვლა არჩევნებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა მომავალ არჩევნებზე, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება. გამოსავალი არ არის ხელების ჩამოყრა, გამოსავალი არ არის გულის მოფხანა და კრიტიკული გამოსვლები, გამოსავალი არის ერთი, რომ გავაძლიეროთ მუშაობა, გავაძლიეროთ ხალხთან მუშაობა, მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ არჩევნებზე და დავიცვათ მომავალი არჩევნები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", რა თქმა უნდა მძიმე პოლიტიკური შეფასებიდან გამომდინარე არ ვართ კმაყოფილი ამ არჩევნების შედეგებით, მიუხედავად იმისა რომ ეს არის პირველი არჩევნები ჩვენი პარტიისთვის, ეს არის არჩევნები, სადაც ათასობით ადამიანმა შემოხაზა პირველად ნომერი 2, მიუხედავად იმისა, რომ პარტია შედგა და პირველი ნაბიჯი გადავდგით წინ და ავიღეთ 11%, რაც ახალი პარტიისთვის კარგი შედეგია, ჩვენი ამოცანა არ არის 11%, 15% ან 20% პარტია ვიყოთ, ჩვენი ამოცანაა უკეთესი მომავლითვის ბრძოლა. ჩვენი ამოცანაა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერთან მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შევცვალოთ ხელისუფლება, სახლში გავუშვათ "ქართლი ოცნება" და მოვაგვაროთ ყველა პრობლება, რომელიც ხალხს აწუხებს. "ევროპული საქართველო" ხედავს იმ გზას ბრძოლის გაგრძელებაში, მეტ მუშაობაში, მეტი ადამიანის გამოყვანაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პაშინიანი - საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია
ალიევი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
სამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)