|
2017-10-21 16:20:33, 2441 ნახვა
მსოფლიო
ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი ჩამოართვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის განცხადებით, ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის ავტონომიურ მთავრობას უფლებამოსილება ჩამოართვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც რახოიმ აღნიშნა, ესპანეთი კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც რეგიონის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობს. „ესპანეთის მთავრობა იძულებულია კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, ვინაიდან არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება არ შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონი ირღვეოდეს“, - განაცხადა რახოიმ. ამასთან, რახოის თქმით, კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის ფარგლებში რეგიონის მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს. მათ უფლებამოსილებებს ცენტრალური ხელისუფლება შეასრულებს. ცნობისთვის, დღეს ესპანეთს ხელისუფლებამ საგანგებო სხდმა გამართა, სადაც კატალონიის საკითხზე და 155-ე მუხლის ამოქმედებაზე იმსჯელეს. მანამდე, კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ თუ ოფიციალური მადრიდი ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიური რეგიონის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს, ბარსელონა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)