|
2015-05-02 11:54:22, 731 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას
2-3 მაისს, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 48-ე შეკრებაში, რომელიც წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობს 3 ათასზე მეტი მონაწილე. მათ შორის არიან ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც ნოდარ ხადური შეხვდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰინო ნაკაოს (Nakao), აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰოიზერს. შეხვედრებზე განიხილება საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ბაქოში ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. კერძოდ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქეი იანაგისავას. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ფინანსთა მინისტრის შეხვედრები საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)