10:10 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 18:48:25, 2209 ნახვა

მსოფლიო
კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა - არიან დაშავებულები

კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

უკრაინული მედიის ცნობით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან კარვების შეტანას და დადგმას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშულება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერები სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ  თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი აქციებს  პერმანენტულად გამართავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics