|
2017-10-17 11:58:02, 2013 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას: ვიღაცაში გეშლებით ბიჭებო, მე მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, დღეს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვას, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას ვიდეომიმართვის გავრცელება მას შემდეგ მოუწია, რაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკისმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის ყიდვის მცდელობის დროს დააკავეს. სააკაშვილის თქმით, აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩაივლის და პუტჩის მზადება უარყო. "მინდა ხელისუფლების წარმომადგენლებს მივმართო - ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო. თქვენი მასშტაბები ჩემზე არ მოქმედებს. მე, მიხეილ სააკაშვილი მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ, ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პუტჩს ან ძალადობას ამზადებს. საქართველოში მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი ვიყავი. ეს იყო ის რევოლუცია, რომლის ციტირებას პოროშენკო ახდენდა. ვარდების რევოლუცია იმის მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა შეცვალო ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. ჩემი შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებაში დადანაშაულება სისულელე და სიტუტუცეა. ნუთუ მართლა ხალხს ხროვად თვლით და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ სისულელეს მიჰყიდით? მშვიდობიანი აქციისას პროვოკაციებზე, რომელიც დღეს გაიმართება, პასუხისმგებლობას პირადად პოროშენკოს და ასევე ავაკოვს ვაკისრებ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ჩვენი მომხრე და მხარდამჭერი არის ქვეყნის პატრიოტი და ისინი არანაირი პროვოკაციის მომზადებას არ აპირებენ. ისინი იბრძვიან საკუთარი შვილების მომავლისთვის. აქცია არის დიდი პროცესის დასაწყისი. შესაძლო პროვოკაციები ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყანაზე, ასე რომ გირჩევთ თქვენი წინამორბედების მაგალითს არ მიჰყვეთ და პროვოკაციებისგან თავი შეიკავოთ. მთელი ქვეყანა მხარს გვიჭერს. მოვუწოდებ სამართალდამცველებს და ეროვნულ გვარდიას პროვოკაციებს არ წამოეგონ, რადგან თქვენც ხალხის ინტერესებს იცავთ და არ ხართ "ბარიგების" მხარეს. ხალხი გაიმარჯვებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევი, პარლამენტის წინ მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)