|
2017-10-11 23:30:08, 2856 ნახვა
Lifestyle
სერიალ Glee-ს მსახიობი არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიის შენახვის გამო ციხეში მოხვდა
35 წლის მარკ სალინგმა არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიის შენახვაში თავი დამნაშავედ სცნო, რის შემდეგაც კალიფორნიის სასამართლომ მსახიობს აღკვეთის ღონისძიების სახით 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გათავისუფლების შემდეგ სალინგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ 20 წლის განმავლობაში დარჩება. აგრეთვე მას მომავალში არასრულწლოვნებთან მიახლოვება, ლაპარაკი და სხვა სახის კომუნიკაცია მესამე პირის ზედამხედველობის გარეშე აეკრძალება. მსახიობს აგრეთვე სკოლების ეზოებში შესვლა და მათთან 30 მეტრის რადიუსში ყოფნა, პარკებში სეირნობა, საერთო მოხმარების ბასეინებში და სათამაშო მოედნებზე სიარული აეკრძალება. ამ ყველა აკრძალვას არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულის იძულებითი ფსიქოლოგიური მკურნალობაც დაემატება. შეგახსენებთ, რომ მსახიობი არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში საკუთარ სახლში კალიფორნიის შტატში პოლიციის მიერ იქნა დაკავებული. გამომძიებლებმა სალინგის პერსონალურ კომპიუტერში არასრულწლოვნების მონაწილეობით 50 000 სექსუალური შინაარსის შემცველი ფოტოსურათი აღმოაჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)