06:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 10:14:06, 518 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იქნება

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღრიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაასახელა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, ხიდაშელი ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, თინა ხიდაშელს ჯარისკაცთან უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს ნამუშევარი.

„ჩვენ ვართ კოალიციური მთავრობა და მე ბუნებრივია მქონდა კონსულტაციები კოალიციაში და  მივიღე გადაწყვეტილება, კოალიციასთან შეთანხმებით, რომ მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება მთავრობაში. თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ თინა ხიდაშელს, რომელსაც ყველა თქვენგანი ძალიან კარგად იცნობს. იგი გახლავთ პარლამენტის „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის“ თავმჯდომარე, დღეიდან კი ის ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში არის საჯარო პოლიტიკაში.   ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთან უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე უნდა აღვნიშნოთ მისი საქმიანობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ნაყოფიერად გააგრძელებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელი მინდია ჯანელიძეს შეცვლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics