|
2017-10-03 18:20:09, 2304 ნახვა
Lifestyle
Google-მა საიდუმლო ვერ შეინახა - Pixel-ის დიზაინი ცნობილია
კომპანია "გუგლი" საკუთარი წარმოების სმარტფონებს - Google Pixel და Google Pixel XL-ს 4 ოქტომბერს ოფიციალურად წარადგენს. ამის მიუხედავად კომპანია საკუთარ მთავარ კონკურენტს "კუპერტინოს" არ ჩამორჩა და სმარტფონების შესახებ ინფორმაცია საიმედოდ ვერ შეინახა. ახალი ტელეფონების სურათები, ტექნიკური მახასიათებლები და გაყიდვების დრო რელიზამდე 2 დღით ადრე ქსელში გაიჟღინთა. გამოცემა Venture Beat-ის ცნობით Pixel 2-ის 64 გეგაბაიტიანი კონფიგურაციის ფასი 649$, ხოლო იგივე მოდელი 128 გეგაბაიტიანი მეხსიერებით 749$ ეღირება. რაც შეეხება ფლაგმანს Pixel 2 XL-ს მისი ფასი 849-დან 949$-მდე იმერყევებს. ამასთან ერთად პორტალი წერს, რომ Pixel 2-ს კომპანია HTC, ხოლო Pixel 2 XL-ს კორეული კომპანია LG შეიმუშავებენ. ორივე სმარტფონის გაყიდვები 15 ნოემბერს დაიწყება. ცნობილია ისიც, რომ ორივე სმარტფონი 12 მეგაპიქსელიანი კამერით, სტერეოდინამიკითა და Qualcomm Snapdragon 835-ის პროცესორით იქნება აღჭურვილი და ყუთიდანვე Android 8.0 Oreo-ს ოპერატიულ სისტემაზე იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)