|
2017-09-22 12:33:46, 2101 ნახვა
Lifestyle
ლეონარდო დი კაპრიო საკუთარ კუნძულს ეკო-კურორტად აქცევს
ჰოლივუდის ცნობილი ახლა უკვე ოსკაროსანი მსახიობის ლეონარდო დი კაპრიოს კუთვნილ კუნძულზე, რომელიც ბელიზში მდებარეობს ეკო-კურორტი სახელწოდებით Blackadore Caye მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტაბლოიდები ავრცელებენ. Blackadore Caye - ზე 68 ვილა და 48 კერძო სახლი განთავსდება, რომელთა ფასი 5-დან 15 მილიონ ამერიკულ დოლარამდე იმერყევებს. პროექტის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ეკო-კურორტი ენერგიის მუდმივ თვითგანახლების წყაროზე იქნება დამოკიდებული. იმისათვის, რომ პროექტით გათვალისწინებული მშენებლობებით ბუნებას ზიანი არ მიეყენებინათ, ლანდშაფტის დიზაინერები და ბიოლოგები 12 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ დი კაპრიომ ეს კუნძული 2005 წელს 1,75 მილიონ დოლარად შეიძინა. ამ პერიოდში აქ მანგოს ტყეების გადანერგვა და ხელოვნური რიფების მშენებლობა განხორციელდა. როგორც პროექტის ავტორები ამტკიცებენ ადამიანი კუნძულზე "ველურ და თავდაპირველ" ბუნებასთან შერწყმას შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)