04:43 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 12:12:04, 2845 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი

მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად ეკლესიის ჩამონგრევის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინცინდენტი პუებლას შტატში მოხდა. დაღუპულტა შორის ის ბავშვიც არის, რომელსაც ნათლავდნენ.

როგორც მედია წერს, ნგრევის შედეგად ასევე 3 ადამიანი დაშავდა, უვნებელი კი მხოლოდ მღვდელი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics