02:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 07:12:35, 2385 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის საქმესთან დაკავშირებით 5 პირია დაკავებული

10 სექტემბერს "შეგინის" საბაჟო გამშვებ პუნქტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა 6 შესაძლო ორგანიზატორისა და მოვლენებში მონაწილე 32 პირის ვინაობაც დაადგინეს.

"100-ზე მეტი ადამიანი მოწმის სახით დაიკითხა. რამდენიმე დეპუტატს უკვე გადაეგზავნა შესაბამისი წერილი, რომლის თანახმადაც ისინი უნდა გამოცხადდნენ უწყებაში და პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება. მან შესაბამის ადმინისტრაციულ ოქმს ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს მხარდამჭერების დახმარებით გადაკვეთა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics