02:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 05:42:18, 2393 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: იმედი მაქვს, სააკაშვილი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მესაზღვრეების გუშინდელ მუშაობას დადებითად აფასებს.

როგორც პოროშენკომ განმარტა, მათი მთავარი მისია სისხლისღვრის თავიდან არიდება იყო, რასაც პრეზიდენტის თქმით, თავი გაართვეს.

"ჩვენმა მესაზღვრეებმა საუკეთესოდ შეასრულეს თავისი სამსახური, მოიქცნენ სწორად და არ გამოიყენეს იარაღი, რომლის გამოყენების იურიდიული უფლება გააჩნდათ. მათ არ მისცეს ამ პოლიტიკანებს იმისა საშუალება, რომ ქვეყანაში ცეცხლი გაღვივებულიყო", - განაცხადა პოროშენკომ.

ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, ინციდენტში სამართალდამცველები ერკვევიან და გამოძიება უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამგვარი დაჟინებით შეეცდება საქართველოში შესვლას.

„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics