|
2017-09-05 05:15:58, 1442 ნახვა
სხვადასხვა
ჟურნალისტი ჯოზეფ სმიტი თბილისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს
წარმოშვებით ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი თბილისის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. იგი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა. 1 სექტემბერს სმიტმა თბილისის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის 520 ხელმოწერა შეიტანა ცესკოში, კანონით დასარეგისტრირებლად მას 441 ხმა სჭირდებოდა. ჯოზეფ სმიტი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და The Guardian-ის ჟურნალისტია. საინტერესო და პოპულარული თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დაწერილი სტატიები იყო. ასევე პოპულარული ბრიტანული ჟურნალისთვის World of Interiors-ისთვის ჯოზეფმა წერილების ციკლი დაწერა. მან მკითხველებს თბილისის ისტორიულ შენობებზე უამბო. "იცით, ქართულის ცოდნა პირადად ჩემთვის თუნდაც იმისთვის ღირდა, რომ იოსებ გრიშაშვილის წიგნი „ძველი ტფლისის ლიტერატურული ბოჰემა“ წამეკითხა. ამ წიგნმა კიდევ მეტად შემაყვარა თბილისი." -ამბობს სმიტი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)