23:52 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 04:01:29, 2147 ნახვა

კომენტარი
პროკურორი: სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა განაჩენს მხოლოდ მოტივის ნაწილში

გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა მკვლელობის მომზადების მოტივის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მათ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი ჩაბარდებათ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.

„მოსამართლემ გააკეთა განმარტება, მან ჩათვალა, რომ მკვლელობა იგეგმებოდა შურისძიების მოტივით. რატომ გადააკვალიფიცირა ამ კუთხით, როდესაც სამოტივაციო ნაწილი ჩაგვბარდება, გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ მოტივის ნაწილში გავასაჩივრებთ თუ არა“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ცინაიდის საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში. სახელმწიფო ბრალდება კი დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. იგი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონო შენახვაში. საბოლოო ჯამში, დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics