23:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 02:13:30, 2683 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოსთან, ზღვაში ჩავარდა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გასცდა და ზღვაში ჩავარდა, - ამის შესახებ BBC იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იაპონიამ რაკეტის ჩამოგდებისთვის არაფერი მოიმოქმედა.

იაპონური პრესა წერს, რომ ჩამოვარდნამდე რაკეტა 3 ნაწილად დაიშალა და 2700 კილომეტრის მანძილი დაფარა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეების დასაცავად ყველა შესაძლო ზომას მიმართავს.

მინისტრთა კაბინეტის მთავარი მდივანის იოსიჰიდე სუგას თქმით, ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდა უპრეცედენტო, სერიოზული საფრთხეა. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ფხენიანს უპასუხონ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ისინი იაპონიასა და მის მოკავშირეებს მოსთხოვენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართოს.

„უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე სანქციებით ზეწოლის რესურსი ამოწურულია“ , -აღნიშნა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, შაბათს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთდროულად სამი რაკეტა გამოსცადა.

ბოლოს ჩრდილოკორეული რაკეტა იაპონიის ტერიტორიას 2009 წელს გადააფრინდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics