|
2015-04-26 16:26:27, 1239 ნახვა
მსოფლიო
ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, Google-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელი დაიღუპა
ინტერნეტ საძიებო გიგანტის Google-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელი დენ ფრედინბურგი ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია ”Google"-მა დაადასტურა. დენ ფრედინბურგი ალპინისტურ კომპანია Jagged Globe-თან ერთად ევერესტზე ექსპედიციაში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ნეპალში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, მწვერვალ ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. დაღუპულთა რიცხვმა 2 000-სს გადააჭარბა. დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას ძლიერი განმეორებითი ბიძგები ართულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)