|
2017-08-18 11:53:20, 2293 ნახვა
კომენტარი
სიგუა: 400 ათასი ევრო, უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებაა და საქართველოში დავალიანება 100-150 ათასია
Gem Fest-ის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას განცხადებით, ძირითადი ვალი უცხოელებისთვის გადასარიცხ თანხას წარმოადგენს. მისივე თქმით, საქართველოში დავალიანება 110-150 ათასს შეადგენს, ხოლო უცხოურ ინვესტორებზე გასაცემი დავალიანება 400 ათას ევროს აღწევს. „თანამშრომლებთან დავალიანება სამოქალაქო საკითხია, ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ დავალიანება გვაქვს, ისე როგორც დავალიანება ძალიან ბევრ ვენდორს ჩვენს მიმართაც აქვთ. "ჯემ ფესტ 2016" შარშანაც ვალებით დავამთავრეთ და წელსაც ვალებით დავამთავრეთ. აუცილებლად ყველაფერს გადავხდით. დავალიანება იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე დავალიანება ჩვენს მიმართ აქვთ. 400 ათასი ევრო, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან დავალიანებაა და საქართველოში დავალიანება 100-150 ათასია. ეს უსაშველო ციფრები და დავალიანება არ არის, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით. ცოტა ჩვენი თანამშრომლების დავალიანებაც გვაქვს. "ჯემ ფესტ 2017"-ში 350 ადამიანი მუშაობდა. მათგან უმრავლესობამ ანაზღაურება სრულად მიიღო. ასაღები 200-200 ლარი დარჩათ და მაგასაც რა თქმა უნდა ბოლო კაპიკამდე გადავუხდით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დავალიანება მილიონ ლარზე მეტი აქვთ, ეს ჩვენს მიმართ სხვადასხვა კაფეების, რესტორნების და ობიექტების ვალია", - განაცხადა სიგუამ. ამასთან, სიგუას ინფორმაციით, რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)