|
2017-08-17 16:37:47, 2532 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა
აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელა, - ამის შესახებ Mminval.az იუწყება. მედია საშუალების ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტის ადვოკატი ნემატ კერიმლი ადასტურებს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მაისის ბოლოს შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანდებით ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, მას კონტრაბანდაში ედება ბრალი. ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)