|
2017-08-14 15:11:53, 2797 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა
ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გამოდმოტანა ჩინეთიდან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას, პირველმა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანის საკითხზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. "შესაბამისად, ახლა ხელი უნდა შევუწყოთ იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმების რეალურად კაპიტალიზაციას მოახდენს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან შემდგომაში მათი აქ დასანერგად, რათა საქართველოდან მოხდეს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაგვაჩნია და არა მხოლოდ“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რომელიც ჩინეთის ძიანგსის პროვინციას გააჩნია. „ეს არის საკმაოდ განვითარებული პროვინცია, რომელსაც რამდენიმე ათასი კილომეტრი აქვს მაგისტრალები, რამდენიმე ათასი კოლომენტრი აქვს სწრაფი რკინიგზა და შესაბამისად, ამ გამოცდილების გადმოტანა, ისევე როგორც ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენება, იქნება ძალიან კარგი მიმართულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)