23:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 20:10:49, 1138 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღე აღინიშნება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

უწყების ცნობით, წვრთნაში მონაწილეობა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს.

გეგმიურ საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. მან სამხედრო ექიმებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ეგიდით საველე სამედიცინო სწავლება 7 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა. სწავლების მიზანს სხვადასხვა ქვედანაყოფის სამედიცინო სტრუქტურების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება და სამედიცინო ევაკუაციის მეთოდების დაუფლება წარმოადგენდა.

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა სწავლების მიმდინარეობისა და სპეციფიკის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დეტალური ინფორმაციაც მოისმინა. პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნები დადებითად შეაფასა და მსგავსი სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics