|
2017-08-08 17:53:04, 2351 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი: რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, დაიცვა თავისი მოქალაქეები და საქართველოს იძულებით მშვიდობისკენ უბიძგა
რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, რომელმაც საქართველოს იძულებით მშვიდობისკენ უბიძგა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც მედვედევი წერს, „რუსეთს ის ბარბაროსული აქტი უნდა შეეწყვიტა, რომელიც საქართველოს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა“. "ამ აგვისტოს დღეებში, ჩვენ ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც 2008 წელს განვითარდა. თავდასხმა მშვიდობიან ცხინვალზე, რუსეთის მშვიდობისმყოფელებზე, რომელიც საქართველოს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ცინიკურად ჩაიდინა. ეს ბარბაროსული აქტი უნდა შეგვეჩერებინა. რუსეთმა ჩაატარა ოპერაცია, რომელმაც საქართველოს იძულებით მშვიდობისკენ უბიძგა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ხალხი დაიღუპა. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. მოვიქეცით კანონიერად და ნამუსიანად. ვიყავით ვალდებულნი, რომ ჩვენი მოქალაქეები დაგვეცვა. ასევე დაგვეცვა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებიც, რომლებსაც რუსული პასპორტი ჰქონდათ. ჩვენ ისინი დავიცავით. სიმართლე გითხრათ, 2008 წლის 8 აგვისტომდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს შეუძლია „გრადი“ დაუშინოს თავის სახლებში მძინარე მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო სასტიკი მაგალითები გაგვაჩნია. ერთი რამე ეჭვგარეშეა - რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას", - წერს დიმიტრი მედვედევი. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ წუთებში დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)