|
2017-08-08 12:54:28, 2164 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: დღევანდელმა დღემ უნდა შეგვახსენოს, რომ აღარ დავუშვათ ომი და აღმოვფხვრათ დაპირისპირება
„დღევანდელმა დღემ უნდა შეგვახსენოს, რომ აღარ დავუშვათ ომი და აღმოვფხვრათ დაპირისპირება დიალოგისა და შერიგების გზით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. „9 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი ტრაგედიიდან. ამ ომმა ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა. დღეს პატივს მივაგებთ იმ ჯარიკაცების, სამართალდამცავების, რიგითი მოქალაქეების ხსოვნას, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ომის შედეგად საკუთარი სახლებიდან უამრავი ადამიანია გამოდევნილი და ვერ ახერხებს დაბრუნებას. ოკუპაციიდან 9 წლის თავზე საქართველოს ტერიტორიაზე გადის კილომეტრობით მავთულხლართები, რომელიც ათასობით ადამიანს უმძიმეს პრობლემებს უქმნის ყოველდღიურად. დღეს უნდა დავინახოთ ომის უმძიმესი შედეგები და გავაცნობიეროთ, რომ გადაუჭრელი კონფლიქტი არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესებს არ ემსახურება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით, მავთულხლართების იზოლაციაში მოქცეული საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზებით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ერთად ვიმოძრაოთ მშვიდობისაკენ, განვითარებული მომავლისკენ. ჩვენი სახელმწიფო მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს იმისათვის, რომ შეარიგოს მავთულხლართებით დაშორებული საზოგადოებები. დღევანდელმა დღემ, საერთო ტკივილმა და ტრაგედიამ, რომელიც გამოვიარეთ და ვეღარ შევცვლით, უნად შეგვახსენოს, რომ მომავალში აღარ დავუშვათ ომი, პროვოკაციებში ჩათრევა და აღმოვფხვრათ დაპირისპირება დიალოგისა და შერიგების გზით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)