|
2017-08-03 13:39:51, 2524 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იზორია: საქართველოს გაერთიანება ჩვენი მთავარი მოტივაციაა და ეს დღე აუცილებლად დადგება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება იყენებს საჯარო ტრიბუნებს საერთაშორისო არენებზე, რათა დაგმოს ნებისმიერი აქტიურობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო მარტო არ არის და მას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. „ქვეყნის 20% ოკუპირებულია. შესაბამისად, ყოველთვის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს. ვიყენებთ საჯარო ტრიბუნებს საერთაშორისო არენებზე, რათა დავგმოთ ნებისმიერი აქტიურობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მკაცრად გავაგრძელებთ მომავალშიც ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა. მაიკ პენსმა თქვა, რომ აქ ჩამოსვლის მიზანია, არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერა. საქართველო მარტო არ არის. საქართველო აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი აშშ-სგან. საქართველო არის სამაგალითო ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის. ესეც მაიკ პენსის სიტყვებია. ესაა განსაკუთრებული აღიარება, მხარდაჭერა იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ბოლო 5 წლის განმავლობაში აქვს. ყველა ქმედება, იქნება ეს ვიზიტი, თუ სხვა, არის საერთაშორისიო ნორმების დარღვევა, მკაცრად ვგმობთ და ჩვენს გვერდითაა საერთაშორისო თანამეგობრობა“,-განაცხადა იზორიამ. მინისტრს სჯერა, დადგება დღე, როდესაც საქართველო გამთლიანდება. იზორიას განცხადებით, მთავარია, იმოქმედონ ცივი გონებით და შეინარჩუნონ სიმშვიდე: „ის განცხადება და პათოსი, რომელიც უკავშირდება პერსპექტივაში საქართველოს გაერთიანებას, ჩვენი მთავარი მოტივაციაა და ეს დღე, როგორც მაიკ პენსმა თქვა, აუცილებლად დადგება საქართველოში. გვაქვს შეთანხმებული პოლიტიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც მდგომარეობს მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაში. ის ინტერესი, ინვესტიციები, მხარდაჭერა, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან გვაქვს, ითვალისწინებს უსაფრთხოების განმტკიცებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით. შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხეები. ჩვენი ამოცანაა სწორედ მშვიდობის შენარჩუნება“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)