03:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 11:42:42, 477 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: ამ ეტაპზე არავითარი ელექტროენერგიის ფასის ზრდა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ფასის ზრდა არ იგეგმება.

ამასთან, პრემიერმა  ენერგეტიკის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა, შიდა საუბრები არ გაასაჯაროონ და მოსახლეობა ტყუილად არ დაძაბონ.

"რაც შეეხება გუშინ გავრცელებულო ინფორმაციას,  კახი კალაძე არ იმყოფება დამეთხოვა 1 კვირით, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ინფორმაცია მოგაწოდოთ, გუშინ მოვისმინეთ, რომ დენის ტარიფი იზრდება, ჩემი ინფორმაციაა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ელექტროენერგიის ფასის მომატება. გთხოვთ ყველას, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები  არ უნდა გახდეს  საჯარო, თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამათუ იმ კომპანიის მომართვებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო, მოსახლეობას ნუ ძაბავთ,  როცა ამ ეტაპზე არავითარი ფასის მატება არ იგეგმება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics