|
2017-08-01 17:05:42, 2553 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: აშშ და ჩვენი მოკავშირეები საქართველოს უსაფრთხოებაზე დიდ აქცენტს აკეთებენ
„გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მანა აღნიშნა, ამერიკელი მრჩევლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს. „“ღირსეული პარტნიორის” წვრთნები თავს უყრის ერთად საქართველოს და მრავალი სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს აძლევს საქართველოს საშუალებას, თავი დაიცვას მომავალში, აძლევს საშუალებას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ეფექტიანი მონაწილე გახდეს. გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ამერიკელი მრჩევლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ, ასევე წვლილი შეიტანონ არსებითი პაკეტის რეალიზაციაში და საქართველო კიდევ უფრო დააახლოვონ ქვეყნის მიზანს, ნატო-ში წევრობას”, - განაცხადა მაიკ პენსმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ყველაზე წარმატებული წევრი სამხედრო ალიანსისა. ”საქართველომ ბევრს მიაღწია, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. საქართველო ფაქტიურად ლიდერია ნატოს სხვა ქვეყნებთან შედარებით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის. ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებს ვარწმუნებ, რომ თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი თავის დაპირებიდან გამომდინარე, რომ ამერიკული არმია უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში, ამას ყოველ დღე აკეთებს. ის, რომ ეს ძალა ყოველ დღე უნდა გაძლიერდეს, ყოველდღიური მუშაობა მიდის. თავდაცვაში ყველაზე დიდი ხარჯები უნდა ჩაიდოს ახლა, მას შემდეგ რაც ცივი ომი დასრულდა ”, - განაცხადა მაიმ პენსმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)