|
2017-07-28 14:52:17, 724 ნახვა
რეგიონი
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა მესტიაში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ და ადგილობრივ ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მერძეული ნახირის მოვლა-მოშენების, ფუტკრის ოჯახების მოვლის და დაავადებებთან ბრძოლის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სპეციალისტებმა ადგილობრივების ფერმები და მეურნეობები დაათვალიერეს, მათ პრობლემებს გაეცნენ და დახმარება გაუწიეს. პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია რაც წარმატებით ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს გაუწიეს კონსულტაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)