|
2017-07-25 15:34:07, 2129 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გერმანიაში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი პროკურატურა გერმანიაში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთაზე განცხადებს ავრცელებს. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე გ.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ , მეორე ნაწილის „ე“, მესამე ნაწილის „გ“ და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. "სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წლის 23 ივნისს, ღამით, საქართველოს მოქალაქეები - გ.ჩ და ნ.ძ. გერმანიაში ქალაქ ნიურნბერგში, ქურდობის მიზნით აივნიდან 85 წლის ა.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში შეიპარნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაეღვიძა და თავდამსხმელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით გ.ჩ.-მ და ნ.ძ.-მ ბინის მეპატრონეს ხელ-ფეხი ელექტრო სადენებით შეუკრეს, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს, 2500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების და სასუნთქი გზების გადაკეტვის (გაგუდვის) შედეგად ა.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)