|
2017-07-25 11:21:40, 2368 ნახვა
სამართალი
სოსო ოხანაშვილი დაკითხვა 14:00 საათზე, „სკაიპის“ მეშვეობით იგეგმება
ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაიკითხება. პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარემ არაერთხელ სცადა სოსო ოხანაშვილთან დაკავშირება, თუმცა როგორც პროკურორი ამბობს, მათ ოჯახის წევრებმა განუმარტეს, რომ ოხანაშვილი სასამართლოზე ჩვენების მიცემას არ აპირებდა. „როგორ დაიყოლია დაცვის მხარემ სოსო ოხანაშვილი ჩვენების მიცემაზე, ამაზე კითხვები ჩვენც გვაქვს. გვაქვს შეფასებები, თუ რატომ მოხდა ეს, ვისი მოწმეა რეალურად სოსო ოხანაშვილი, ამას საზოგადოება თავად დაასკვნის“, - განაცხადა გუბელაძემ. პროკურორის ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა „სკაიპის“ მეშვეობით 14:00 საათზე იგეგმება. ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ საქმეში არის მტკიცებულებები, თუ როგორ გეგმავდნენ სოსო ოხანაშვილი და გიორგი მამალაძე სასულიერო პირების მიმართ დისკრედიტაციული სტატიების მომზადებას. „ამასთან დაკავშირებით გვექნება შეკითხვები. ასევე გვექნება შეკითხვები გერმანიაში ყოფნის პერიოდში რა და როგორ ხდებოდა“,- აღნიშნა გუბელაძემ. როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ ორი მოწმე დაიკითხება. მათი დაკითხვის შემდეგ კი, წერილობით მტკიცებულებების განხილვა დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)