|
2017-07-25 10:40:07, 805 ნახვა
რეგიონი
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი საქართველოში დაბრუნდა
თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დაასრულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი გირესუნის კლინიკაში იყო მოთავსებული. მათივე ცნობით, მდგომარეობის სტაბილიზაციის შედეგ, პაციენტის, სარფის საბაჟო პუნქტამდე ტრანსპორტირება თურქეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ უზრუნველყო, ამის შემდეგ ქალბატონი კლინიკა "მედცენტრში" იქნა გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოინახულა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. „ამჟამად თურქეთის კლინიკებში მკურნალობის კურსს 2 დაშავებული გადის. ისინი სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად დატოვებენ. ავტოსაგზაო შემთხევა, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავტოავარიის შემთხვევიდან რამდენიმე საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაემგზავრა და დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში პირადად მოინახულა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)