|
2017-07-21 20:30:02, 3007 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი „ქართველთა მარშზე“: ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამოხტომები, მიუღებელია
„ჩემთვის მიუღებელია ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამოხტომები“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქართველთა მარშის“ ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა. თუმცა, მინისტრის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება ბუნებრივი მოვლენაა. „ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და აზრის გამოხატვის თავისუფლება არის ბუნებრივი მოვლენა და ეს ყველაფერი ჯდება კანონის ფარგლებში. ჩემთვის არის მიუღებელი ქსენოფობიური დისკრიმინაციული გამოხტომები ეთნიკური ნიშნით. მე ვიცი რომ ამ აქციას ჰქონდა ასეთი სახე. ჩემი სამინისტრო მუშაობს სამოქალაქო თანასწორობის საკითხებზე და ამოსავალი პრინციპი გახლავთ მოქალაქეების თანასწორობა ეთნიკური რელიგიური, თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი ტრადიციები ტოლერანტობისა, ძალიან სერიოზული კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსა აქვს ძლიერი ტრადიციები სტუმართმოყვარეობისა და ვართ ქვეყანა, რომელიც ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს დემოკრატიულ პრინციპებზე. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოხტომა, რომელიც შეიძლება ატარებდეს ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ ხასიათს ეთნიკური ნიშნით, რა თქმა უნდა არის მიუღებელი და თუკი რაიმე ეპიზოდი შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, რაც შეიძლება იყოს ძალადობის მუქარა, ვფიქრობ, რომ ამაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს”,-განაცხადა ციხელაშვილმა. ამასთან, მინისტრმა ქალების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზე ისაუბრა: “რაც შეეხება ქალების მიმართ დისკრიმინაციულ გამოხტომებს, ემ მინდა სოლიდარობა გამოვხატო ქალების მიმართ. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია და ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო რომელიც ასეთ პრინციპებს იზიარებს. ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ტოლერანტული იქნება ქალების მიმართ რაიმე ფორმის დისკრიმინაციის მიმართ”,-აღნიშნა ციხელაშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)