|
2017-07-21 14:20:31, 2760 ნახვა
სამართალი კომენტარი
მეუფე პეტრე: ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ბრალდების მხარის ტენდენციურობა და მიკერძოებულობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა“. ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე, დაკითხვის შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარე ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია. „ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარისა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია დამოკიდებულება ბრალდების მხარისა და ცდილობენ რაღაც თავისი დავალება თუ ამოცანა, იქნეს განხორციელებული. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. მართლმსაჯულება თავის სათქმელს იტყვის“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. რაც შეეხევა კითხვას, შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მეუფემ ასე უპასუხა: „მას შეუძლია, ცილისწამებებით და ინტრიგებით ადამიანს ხელი შეუშალოს, მის არსებობასაც კი“.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)