|
2017-07-21 10:52:39, 2373 ნახვა
სამართალი
შსს-მ 1 კილო და 160 გრამი ე.წ. „ბიო“ ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.მ. და 1992 წელს დაბადებული ბ.დ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 205 შეკვრად დაფასოებული 188,432 გრამი ე.წ. ,,ბიო“ და 971,9392 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ფხვნილის სახით) ამოიღეს. სულ ამოღებულია 1 კილო და 160 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)