21:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 18:53:28, 2557 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის

ხვალ, 21 ივლისს, 17:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი” „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის. 

ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-9, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“  მე-18 ობიექტია.

მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ  ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ბათუმსა და ქუთაისში დამატებით ოთხ ობიექტს გახსნის და ჯამში 150 - მდე ადამიანს დაასაქმებს. ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც  რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, შთამბეჭდავი „დრამ სქულის“ შოუ, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის.

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება კი „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო.  „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტირებული პროდუქტები ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics