|
2017-07-20 15:18:08, 2736 ნახვა
სამართალი
სუს-ი: მნიშვნელოვანია, კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან, კითხვები არ დარჩეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის, ოთარ კუპრაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა. ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედური ანგარიში წარმოადგინა. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)