|
2017-07-19 21:31:32, 3384 ნახვა
სამართალი
სასამართლომ 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული: „სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ რ. ა.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. საქმე ეხება, 2017 წლის 16 ივლისს ქ. თბილისში უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მის ნათესავს 19 წლის ა. ხ.-ს ყელისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ა. ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, არსებობდა ბრალდებულის მიმალვისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის საფრთხეები, ასევე სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 სექტემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)