|
2017-07-19 12:41:53, 2830 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ღია კარის დღეებს იწყებს
საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს ღია კარის დღეებს. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა. ღია კარის დღეები უფასოა და გაიმართება 21, 24, 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში. (მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10) ღია კარის დღეების მიზანია, კომპანიების წარმომადგენლები - ფინანსური მენეჯერები, ბუღალტრები, სხვა დაინტერესებული პირები უკეთ გაეცნონ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რათა საქმიანობისას არ შეექმნათ სირთულეები. ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. 19 ივლისიდან, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)