21:19 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 19:17:40, 2838 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მოგვიანებით ორივე ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა პანელში მიიღეს მონაწიელობა, სადაც საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობებსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის და საპარტნიორო ფონდის პრეზენტაციები.

პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა უკრაინის დელეგაციას  საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო, მან  აქცენტი გააკეთა საქართველოს ტურიზმისა  და სატრანსპორტო შესაძლებლობებზე, ასევე პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პროექტებზე.  ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე განიხილეს  უკრაინის საინვესტიციო  და ტურისტული შესაძლებლობები.

საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს 120-მდე ქართული და 34 უკრაინული კომპანიის წარმომადგენლებმა. ორი ქვეყნის ბიზნესსექტორს საშუალება ჰქონდათ, პირისპირ გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics