|
2017-07-17 19:40:11, 2703 ნახვა
ეკონომიკა
ზაზა შენგელია: „ჩექ ინ ჯორჯია“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი
„2017 წელს პრემიერ მინისტრის, ეკონომიკის მინისტრისა და თვითონ „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობის ინიციატივით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროექტი ძალიან გაიშალა და ეს კარგია, რადგანაც რაც უფრო მეტი პრომოუტერი მიიღებს მასში მონაწილეობას, რაც უფრო მეტი განაცხადი იქნება მიღებული, მით უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ მრავალფეროვნებით მოიგებს არამარტო ქართველი მაყურებელი, არამედ ჩამოსული სტუმარიც“, - ამის შესახებ „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და „ჩექ ინ ჯორჯიას“ ორგანიზატორებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო დაიხვეწა. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან, Alter Vision-თან ერთად ვამზადებთ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის პროექტის ისტორიას, რომელშიც მონაწილეობენ ყველაზე გამოჩენილი, პოპულარული ქართველი შემსრულებლები. სპეციალურად ამ კონცერტისთვის მზადდება განახლებული არანჟირებები, ვიდეოგრაფია, ინსტალაციები და ვფიქრობ, მრავალფეროვანი პროგრამა და ძალიან კარგი სანახაობა იქნება“, - განაცხადა ზაზა შენგელიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)