|
2017-07-17 18:56:40, 915 ნახვა
რეგიონი
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, უმოკლეს ვადებში მოხდა გზის გაწმენდა და სავალი ნაწილის აღდგენა“, - აცხადებენ დეპარტამენტში. შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)