|
2017-07-17 16:33:55, 2420 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 186 კომპანიაა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ტიფლის ტექსტილი“ შეემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია რომელიც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას გეგმავს, 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდება, ხოლო საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი. პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)