|
2017-07-15 17:36:59, 965 ნახვა
რეგიონი
პატრიარქმა ხაშურში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის საძირკველი აკურთხა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხაშურში, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის საძირკველი აკურთხა. „ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი ღვთაებრივი მადლი მხოლოდ მოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას”, - განაცხადა პატრიარქმა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ბანას მრგვალი ფორმის ტაძრის ნანგრევები ისტორიულ ტაო-კლარჯეთშია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)