|
2017-07-15 17:18:23, 3139 ნახვა
სამართალი
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის რაიონიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარე საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობეს. „ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. სუს-ი მუშაობს ამ ადამიანების გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)