|
2017-07-14 18:13:56, 1107 ნახვა
რეგიონი
ხულოში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს
ხულოს სოციალურ სახლში ბინას კიდევ 14 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე დაზარალებული ოჯახების მონაცემები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ წარადგინა. ხულოს სოციალური სახლი 72 ბინიანია, კომისიის მიერ 45 ოჯახზე დადებითი გადაწყვეტილება გასულ სხდომებზეა მიღებული, თუ ვინ მიიღებს დარჩენილ 13 ბინას, ეს ცნობილი მომდევნო კვირის ბოლოს გახდება. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის შესახებაც იმსჯელეს, შარაშიძეების ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოეყოფა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)