|
2017-07-14 11:32:44, 798 ნახვა
რეგიონი
ბათუმი სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს
ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. წლევანდელი შეხვედრის მთავრი განსახილველი თემაა - "მედიცინის ესთეტიკური შესაძლებლობები - სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე". კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მედიცინის დოქტორის, პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის დაჯილდოება მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე მოეწყო მისი მოღვაწეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. სტომატოლოგთა ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი ორდღიანია და 15 ივლისს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)