|
2015-04-22 16:14:40, 386 ნახვა
პოლიტიკა
ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი ”112”-ს ესტუმრა
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი ეწვია. შსს-ს ინფრომაციით, სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ბელარუსის შს მინისტრს და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი პირადად დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს. დელეგაციის წევრები „112“-ის სამომავლო გეგმებით და სამსახურის მიერ დანერგილი სერვისებით დაინტერესდნენ. ბელორუსის რესპუბლიკის შს მინისტრმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით ბელორუსიაში მიიწვია. „დღეს მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ძალიან თბილად მიიღეს ჩვენი დელეგაცია და მე მინდა წარმოვთქვა მადლიერების სიტყვები თბილი მიღებისთვის პირადად ბატონი მინისტრის მისამართით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრის დამსახურება იქნება არა მარტო ჩვენი სამინისტროების, არამედ ჩვენი ერების შემდგომი დაახლოება. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო ქართველი კოლეგები მინსკში, საპასუხო ვიზიტით, მათთვის მოსახერხებელ დროს“,- განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ შუნევიჩმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)