17:22 - 23 May, 2026
|
2017-07-11 18:36:50, 973 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტი მოკლეს, რამდენიმე ბავშვი კი, მძევლად აიყვანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, ტურისტი მოკლეს, რამდენიმე ბავშვი კი, მძევლად აიყვანეს, - ამის შესახებ აფხაზური მედია Apsny Life სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოჩანდარის მოსახვევში ტურისტებზე თავდასხმა მოხდა. ბოროტმოქმედებმა ბავშვები მძევლად აიყვანეს. როგორც მედია წერს, ერთ-ერთმა ტურისტმა სცადა თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა გაეწია, რა დროსაც ის დაჭრეს. ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სხვა დეტალები ზუსტდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)