|
2015-04-22 13:20:01, 859 ნახვა
ეკონომიკა
კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის პერსპექტივებს ქმნის
საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის, ბიზნესის კუთხით, გარკვეულ პერსპექტივებს ქმნის. ამის შესახებ ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც საქართველო–ბელარუსის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. „ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველო–ბელარუსს შორის სავაჭრო ურთიერთობები არ შეზღუდულა, პირიქით გაიზარდა და ეს გარკვეულ პერსპექტივებასაც ქმნის. ბელარუსის საბაჟო კავშირში წევრობა ჩვენს შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი არ გახლავთ“, – აღნიშნა ბაინდურაშვილმა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და ბელარუსს შორის გაიზარდა. „2004 წლიდან 10–12 ჯერ გავზარდეთ სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის და ამის საწინდარი ბიზნესთან ურთიერთობაა, ასევე ისეთი ღონისძიებები, როგორსაც ჩვენ დღეს ვატარებთ“, – აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)