|
2017-07-07 17:11:36, 2889 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ეს ჯილდო მთელი გუნდის შრომის აღიარებაა. „მოხარული ვართ, რომ საუკეთესო ბანკის წოდება ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ მოგვანიჭა. ეს ჯილდო მთელი გუნდის შრომის აღიარებაა. ამ შრომის შედეგად მუდმივად უმჯობესდება ბანკის ფინანსური შედეგები და მომხმარებლებს საუკეთესო ფინანსურ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ", -განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. პრესტიჟული ჯილდო „თიბისი ბანკმა“ უკვე მეექვსედ მიიღო, როგორც საუკეთესო ბანკმა მომხმარებელთა კმაყოფილების, მულტიჩენელის განვითრებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგების მიხედვით. „თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან სახელდება. აღსანიშნავია, რომ Euromoeney Magazine-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას მოიცავს რეგიონსა და საქართველოში, ასევე საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. (R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)