|
2017-07-03 12:55:23, 2076 ნახვა
სამართალი
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა. დღევანდელ პროცესზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოწინააღმდეგე მხარემ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას საფუძვლად საკრებულოს დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლა დასახელდა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა. საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მათ არანაირი ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა თავდაპირველად საკრებულოშივე უნდა მოეთხოვათ და საკრებულოში შესაბამისი პროცედურების ამოწურვის შემდეგ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის და სწორედ ასე მოიქცნენ. „ჩვენდა გასაკვირად, მოსამართლე ბუაჩიძემ შეწყვიტა საქმე იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობა. საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დადგა იმ მოტივით, რომ ჩვენ გასაჩივრების ვადა გავუშვით და არ გაგვაჩნია იურიდიული ინტერესი. არ ჩაგვბარებია ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ქართულმა სასამართლომ არ მოისურვა დეტალებში შესვლა, რათა განეხილა თუ როგორ ნიავდება თბილისის ქონება. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მე პირადად მაქვს განცდა, რომ საქმე გვაქვს ზეგავლენასთან, რადგან აქამდე ამ საქმის განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიცია იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება და ფულადი თანხა გადასცა. საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)